რეზონანსი
14.05.2022

2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 15 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9349 აივ ინფიცირებული პირი, 6982 - მამაკაცი, 2367 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. 1989 - გარდაიცვალა.

ამასთან, 15 მაისის მონაცემებით, არვ მკურნალობას იტარებს 5785 პაციენტი, მათ შორის 43 - ბავშვია.

აივ ინფიცირების შემთხვების რეგიონული განაწილება: თბილისში (3515 შემთხვევა, მათგან 91 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში - 1235; იმერეთში - 1119; აჭარაში - 1079; აფხაზეთში -541; კახეთში - 465; ქვემო ქართლში - 549; შიდა ქართლში -357; გურიაში - 200; სამცხე-ჯავახეთში - 131 და ა.შ.

2022 წლის 15 მაისის მონაცემებით, გამოვლენილია 187 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში რეგისტრირებული იყო 191 ახალი შემთხვევა.

გამოვლენილ ახალ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 51 - გოგონა. 32 გარდაიცვალა, სამმა დატოვა ქვეყანა. 2022 წელს (15 მაისის მონაცემებით) გამოვლინდა 2 შემთხვევა. ბავშვთა შორის შემთხვევების განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია: ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით დაინფიცირდა 115 ბავშვი (მათგან 1 - ძუძუთი კვებით), სისხლის რეციპიენტია - 5, დაუდგენელია - 3 შემთხვევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×