რეზონანსი
14.05.2022

არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მგონი, უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!, - ,ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

იგი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის ცხინვალში შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„არესტოვიჩი - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მგონი უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!

უკრაინელები გამოთქვამენ თავიანთ სურვილებს. არიან ომის მდგომარეობაში. ომის სტრესი და ფსიქოლოგია გადალახული აქვთ და ამიტომ თავისუფლად საუბრობენ ომზე. ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს და არა ის, რომ საქართველოს დანგრევა და ცეცხლში გახვევა უნდა ვინმეს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×