რეზონანსი
14.05.2022

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი აგვისტოში გარდამტეხ წერტილს მიაღწევს და წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „სქაი ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, დარწმუნებულია, რომ ომის შედეგები რუსეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებას გამოიწვევს.

„გარდამტეხი წერტილი აგვისტოს მეორე ნახევარში იქნება. აქტიური საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ცვლილებას. ეს პროცესი უკვე დაიწყო და ამ მიმართულებით მიდის. მისი შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ პუტინი ცუდ ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაშია. ძალიან ავად არის. ერთდროულად სხვადასხვა დაავადება აქვს. ერთ-ერთი არის სიმსივნე. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთის არმია, რომელსაც რუსეთი სხვადასხვა საწვრთნელ ვიდეოში აჩვენებს, არ არსებობს. ესაა შეიარაღებული ხალხის ურდო", - თქვა კირილ ბუდანოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×