რეზონანსი
14.05.2022

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მორიგი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ის რუსეთი ფედერაციის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ წარმატებაზე ინფორმაცია სამხედრო კორესპოდენტმა ანდრეი ცაპლიენკო „ტელეგრამ“ გვერდზე გაავრცელა.

„კიდევ ერთი სოფელია გათავისუფლებული ხარკოვის ჩრდილოეთით და ჩვენ ვიყავით პირველი ჟურნალისტები, რომლებიც აქ ჩვენს სამხედროებთან ერთად მოხვდნენ. ჯერჯერობით სოფლის დასახელებას არ ვასაჯაროვებთ. მაგრამ სახელმწიფო საზღვრამდე აქედან ასი მეტრია დარჩენილი“,- განაცხადა ცაპლიენკომ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აპრილის ბოლოს რეპორტიორებს სთხოვა არ გაასაჯაროვონ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ახლად დაკავებული ადგილების შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×