რეზონანსი
14.05.2022

ქართველებმა ყველაზე კარგადაც ვიცით რას გადის უკრაინა -  უკრაინა გაიმარჯვებს! - ამის შესახებ "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ, პარიზში მცხოვრები უკრაინელების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ხოშტარია განმარტავს, უკრაინა იბრძვის საქართველოსთვის და მსოფლიო მშვიდობისთვის.

"თითოეული ქართველი ლოცულობს და დგას თითოეული უკრაინელის გვერდით, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - აქ საფრანგეთში, პარიზში, კიევში, ხარკოვში, მარიუპოლში. ყველგან ყველა უკრაინელმა უნდა იგრძნოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ნახა ეს რუსული ეშმაკის მანქანა, რომელიც ათწლეულებია იცნობს მკვლელ პუტინს და მკვლელ ტერორისტულ რუსულ სახელმწიფოს. გვინახავს ეთნიკური წმენდა, გაუპატიურებული ბავშვები და ქალები, ყველაზე საშინელი მეთოდებით დახოცილი ადამიანები. შეიძლება, ქართველებმა ყველაზე კარგადაც ვიცით ახლა რას გადის უკრაინა. კარგად ვიცით, რომ უკრაინა მხოლოდ თავისთვის არ იბრძვის, ის იბრძვის საქართველოსთვისაც და იბრძვის მსოფლიო მშვიდობისთვის. ამიტომ ჩვენი ვალია, დავდგეთ ერთად და მხარი დავუჭიროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

გაკვეთილი, რაც რუსეთთან გამოვლილმა ომებმა გვასწავლა და რა გზავნილიც მინდა გავუზიარო მსოფლიოს არის ის, რომ არასდროს დავნებდებით. უკრაინა გაიმარჯვებს! ჩვენ გავიმარჯვებთ! სამართლიანობა და მშვიდობა გაიმარჯვებს!დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!"- აღნიშნა ხოშტარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×