რეზონანსი
15.05.2022

ხაშურში მომხდარ ავარიას 13 წლის ნიკოლოზ ბანცაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხაშურის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. მანქანის მძღოლი დაკავებულია. ის 18 წლის ხაშურელი ახალგაზრდა აღმოჩნდა. 

„განადგურებულები ვართ, არ ვიცი, ამ ტკივილს როგორ გადავიტანთ. მშობლები სოფელში იმ წუთის წასულები იყვნენ. სახლში ბებია და მამიდა იყო. ეს უბედურება, ფაქტობრივად, მათი სახლის წინ დატრიალდა. სახლის წინ მარკეტი გაიხსნა, იქ იყვნენ ბავშვები გადასულები, ნიკა და მისი 11 წლის და. ბავშვებმა შეიძინეს რაღაცები მაღაზიაში და სახლში მოდიოდნენ, როცა ეს უბედურება პატარა დის თვალწინ დატრიალდა. გზაზე გადადიოდნენ, ნიკას და ფეხით იყო და მოასწრო გადასვლა, გადაასწრო მანქანას, საუბედუროდ, ნიკამ ვერ მოასწრო და მანქანა დაეჯახა. ამბობენ, დიდი სისწრაფით მოდიოდაო და ამ მანქანამ იმსხვერპლა ჩვენი ანგელოზი.

რაც შეეხება მანქანის მძღოლს, ის დაკავებულია, 18 წლის ახალგაზრდაა. როგორც ვიცი, გარდაცვლილის ოჯახის ახლობელია. პირადად მე არ ვიცნობ. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ყველა გაგვანადგურა ამ ფაქტმა, სიტყვები უძლურია ასეთ დროს“, - უთხრა "კვირის პალიტრას" ნიკას ნათლიამ, ფიქრია მიქელაშვილმა.

"კვირის პალიტრა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×