რეზონანსი
17.05.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ საგანგებო ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება.

„არ იყო მარტივი დღე. თუმცა ეს დღეს, როგორც ყველა დანარჩენი, მიმართულია იმისკენ, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ სიტუაციას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაერო-ს დახმარებით, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. მათ შორის არიან დაჭრილები, მათ სჭირდებათ დახმარება. მინდა, ხაზი გავუსვა: უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება. ეს ჩვენი პრინციპია. ვფიქრობ, ამ სიტყვებს ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია უკრაინელი სამხედროების და მზვერავების მიერ დაწყებულია. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობას და დროს საჭიროებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×