რეზონანსი
17.05.2022

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში უკრაინაში დაჭრილ მებრძოლებზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ დაჭრილებს ნებართვა მისცა ტყვედ ჩაჰბარდნენ, თუმცა ხათუნა ხოფერიას თქმით, ამაზე უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დუმს.

„ისევ პროკოპენკომ, "აზოვის" უფროსმა უთხრა მადლობა გმირ, მძიმედ დაჭრილ "აზოველებს" და მისცა ნებართვა ტყვედ ჩაბარების. ზელენსკი დუმს...

დაჭრილები გადაყავთ დნრ-ის საავადმყოფოში.

იცოცხლეთ, ბიჭებო! ვალმოხდილებო!!!!“

 უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში კი  აღნიშნულია, რომ აზოვსტალის ქვედანაყოფების მეთაურებმა უმაღლესი სამხედრო სარდლობისგან მიიღეს ბრძანება, გადაერჩინათ პირადი შემადგენლობის სიცოცხლე. მათი თქმით, გარნიზონმა „მარიუპოლმა“ დაკისრებული საბრძოლო ამოცანა შეასრულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×