რეზონანსი
17.05.2022

საქართველოსთან ვსაუბარობთ კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ევროკომისია ამზადებს მოსაზრებებს კითხვარზე წარდგენილი პასუხების საფუძველზე.

„საქართველოს პრემიერთან ვისაუბრებთ არსებულ სიტუაციაზე. ჩვენ ის გზავნილი გვექნება საქართველოსთვის, რა გზავნილიც გვაქვს ყოველთვის. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რამდენადაც შეგვიძლია. ვიცით, რომ საქართველო და მოლდოვა რუსეთიდან საფრთხის ქვეშ არიან და მზად ვართ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს, ისევე როგორც უკრაინას ვეხმარებით. საბედნიეროდ საქართველოში და მოლდოვაში არ არის ომი“, - განაცხადა ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×