რეზონანსი
17.05.2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ევროპაში უკვე იწყებს მუშაობას პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ლობისტური ქსელი, რომლის მიზანიც რუსეთთან კომპრომისებზე წასვლის და ვლადიმერ პუტინისთვის სახის შენარჩუნების იდეის წინ წაწევაა.

„რუსეთის ფედერაცია ევროპაში ლობისტურ ქსელს ბოლო 20 წლის განმავლობაში ქმნიდა. ისინი ქრთამავდნენ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს. ახლა ეს ხალხი ამბობს - მოდით, ისე მოვიქცეთ, რომ რუსეთმა თავი დამცირებულად არ იგრძნოს. არა, ამ ომის შემდეგ რუსეთმა თავი დამცირებულად უნდა იგრძნოს. მიუღებელია რამის დათმობა იმისთვის, რომ პუტინმა სახე შეინარჩუნოს. ეს ვაჭრობის საგანი არაა. ომი არ დასრულდება, თუ ჩვენ რაღაცას დავთმობთ და ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმაც თქვა“, - ამბობს პოდოლიაკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×