რეზონანსი
17.05.2022

ბოლო დღე­ე­ბია, რაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­დი­კო­სე­ბი ბავ­შვებ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ჰე­პა­ტი­ტის გავ­რცე­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, და­ა­ვა­დე­ბას მწვა­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს, რის გა­მოც და­ა­ვა­დე­ბულ­თა 90%-ის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრმა ექი­მებს გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცა, რათა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ ჰე­პა­ტი­ტის შემ­თხვე­ვებს. რო­გორც abc წერს, აშშ-ში შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა 1-დან 10 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში გა­მოვ­ლინ­და, თუმ­ცა იყო შემ­თხვე­ვე­ბი 16 წლამ­დე მო­ზარ­დებ­ში.

CDC-ში აცხა­დე­ბენ, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ახლა ექ­სპერ­ტე­ბი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის ეტაპ­ზე არი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ში ბავ­შვე­ბი ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­ნი არი­ან ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით, თუმ­ცა ეს შტა­მი აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი A, B, C და D ჰე­პა­ტი­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ვაქ­ცი­ნა არ არის ეფექ­ტი­ა­ნი. CDC მშობ­ლებს აფრ­თხი­ლებს, რომ აკონ­ტრო­ლონ ნიშ­ნე­ბი, სიმპტო­მე­ბი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თონ ექიმს, რათა თა­ვი­დან აი­რი­დონ და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა.

რას აცხა­დე­ბენ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში?

ჯან­მომ ჯერ კი­დევ 23 აპ­რილს გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჰე­პა­ტი­ტის ბავ­შვებ­ში გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შიც ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცი­ან, რა იწ­ვევს მო­ზარ­დებ­ში მწვა­ვე ჰე­პა­ტიტს და მბო­ბენ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა.

21 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით (ჯან­მო-ს მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ნახ­ლე­ბუ­ლი არ არის) მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სულ აღ­წე­რი­ლია ბავ­შვებ­ში მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის 169 შემ­თხვე­ვა. შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლე­ნი­ლია შემ­დეგ ქვეყ­ნებ­ში - დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, ის­რა­ელ­ში, აშშ-ში, და­ნი­ა­ში, ირ­ლან­დი­ა­ში, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში, იტა­ლი­ა­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, რუ­მი­ნეთ­სა და ბელ­გი­ა­ში.

ჯან­მო-ს ცნო­ბით, ვირუ­სი ვლინ­დე­ბა 1-დან 16 წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დებ­ში. და­ა­ვა­დე­ბულ­თა 10%-ს დას­ჭირ­და ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია.

გა­მოვ­ლე­ნილ სიმპტო­მებს შო­რის კლი­ნი­კუ­რი სინ­დრო­მია მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტი (ღვიძ­ლის ან­თე­ბა) საგ­რძნობ­ლად მო­მა­ტე­ბუ­ლი ღვიძ­ლის ფერ­მენ­ტე­ბით. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ახლა მთა­ვა­რია აღი­რი­ცხოს შემ­თხვე­ვე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჰე­პა­ტი­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის და­ად­გი­ნონ, რათა მო­მა­ვალ­ში მისი პრე­ვენ­ცია გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს?

და­ა­ვა­დე­ბა უმე­ტე­სად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბით - ცხე­ლე­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა, გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი და სიყ­ვით­ლე თვა­ლე­ბი გარ­შე­მო, ან კან­ზე რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლი. მე­დი­კო­სე­ბი მშობ­ლებს ურ­ჩე­ვენ, რომ მსგავ­სი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თონ ექიმს.

წყრო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×