რეზონანსი
17.05.2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

კითხვაზე, თუ რატომ გაიწელა დროში მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევების ჩატარება, გამყრელიძე განმარტავს რომ, არის კვლევები, რომელიც გარკვეულ პერიოდს საჭიროებს.

,,ვიცი, რომ დღეს, ბატონი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ და ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკა ,,ვივამედში" იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა, რომელიც საქართველოს დიდ მრავალპროფილურ კლინიკებს აქვთ. მოგეხსენებათ ისიც, რომ არის კვლევები, რომელსაც გარკვეული პერიოდი ჭირდება. მე მეტი დეტალი არ ვიცი და მას ჯანმრთელობას ვუსურვებ",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×