რეზონანსი
17.05.2022

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკული რეაქცია ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე არ ნიშნავს იმას, რომ ანკარა ალიანსის გაფართოების წინააღმდეგი იქნება, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა.

ლუქსემბურგელი დიპლომატის თქმით, თურქეთი ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

მან ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ ერდოღანს ნამდვილად აწუხებს შვედეთი, ფინეთი და ქურთების საკითხი, რის გამოც, თურქეთის პრეზიდენტმა ოსლო და ჰელსინკი გააკრიტიკა.

ასელბორნი მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაჭრობს და „ბაზრის მენტალიტეტს" ავლენს.

13 მაისს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები მხარს უჭერდნენ ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×