რეზონანსი
18.05.2022

სულ მცირე 7 ავტობუსი, სადაც მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ოლენივკაში, ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა. 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 50-მდე მძიმედ დაშავებული სამხედრო გუშინ ღამით რუსეთის მიერ კონტროლირებად საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 200-ზე მეტი ჯარისკაცი ოლენივკაში, დონეცკის მახლობლად.

უკრაინა ამბობს, რომ აზოვსტალიდან ევაკუირებულ სამხედროებს რუს ტყვეებში გაცვლის, თუმცა კრემლი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს და არაა ნათელი თუ რა გარანტიები გასცა მან ევაკუირებულთან დაკავშირებით წითელ ჯვართან ან გაეროსთან. უკრაინამ განაცხადა, რომ სხვა გზა არ აქვს, გარდა არსებულისა - სიცოცხლის გადარჩენა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×