რეზონანსი
18.05.2022

თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა მშობლების ინფორმაციით, ერთდღიან ექსკურსიებზე წასასვლელად სკოლის ადმინისტრაციამ მათ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოსთხოვა. დაზღვევისთვის მათ დამატებით 4 ლარი უნდა გადაეხადათ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს მშობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ექსკურსიის ორგანიზებისას დაზღვევის წარდგენა მათი მოთხოვნა არ არის. სამინისტროში განაცხადეს, სკოლამ ექსკურსიის ორგანიზებისას მხოლოდ ის რეგულაციები უნდა დაიცვას, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის გაიცა.

„ინტერპრესნიუსმა“ ინფორმაცია ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გადაამოწმა, სადაც მოსწავლეთა მშობლების ინფორმაციით, დაზღვევა მოითხოვეს, თუმცა სკოლის ადმინისტრია აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოსწავლეებისთვის მათ არ დაუვალებიათ.

ინტერპრესნიუსი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×