რეზონანსი
19.05.2022

ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი Telegram-ზე იუწყება.

„სევეროდონეცკი დილიდანვე დაიბომბა. ზოგან ძლიერი დაბომბვის გამო მაშველები ორი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ხანძრის ადგილზე მისვლას. დაზიანდა მინიმუმ 8 სახლი. 18 მაისს ქალაქში ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა", - აცხადებს გუბერნატორი. მისივე ცნობით, დაღუპულებს შორის სამი ქალია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×