რეზონანსი
19.05.2022

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი დაიცავს შვედეთსა და ფინეთს, ნატო-ში შესვლამდე თუ მათ თავს დაესხმებიან. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

„მე მიმაჩნია შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება, როგორც ევროპაში თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელოვანი სიგნალი. მინდა განვმარტო, რომ შვედეთზე ან ფინეთზე მათი გაწევრიანებისას თავდასხმის შემთხვევაში, პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს", - განაცხადა მორავეცკიმ.

შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა 18 მაისს, ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინეს და იგი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს გადასცეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×