რეზონანსი
19.05.2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია გებრეიესუსის „ტვიტერის" გვერდზე ვრცელდება.

მისივე თქმით, უკრაინის ალყაში მოქცეულ ქალაქებს სამედიცინო დახმარებაზე უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ.

„რუსეთის მონაწილეობაზე გლობალური ჯანდაცვის საკითხებში, ჯანმო-სთან მუშაობასა და უკრაინაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ვესაუბრე. მე მოვითხოვე მარიუპოლისთვის, ხერსონისთვის, სამხრეთ ზაპოროჟიესა და სხვა ალყაში მოქცეული რეგიონებისთვის სამედიცინო დახმარების მიღებაზე უსაფრთხო წვდომა. მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული", - წერს გებრეიესუსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×