რეზონანსი
19.05.2022

ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაცმოძრაობის" მიერ ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ. ამ თემაზე „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა „ქრონიკაში" ისაუბრა. დეპუტატი ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს.

„ნებისმიერი მოქმედება დღეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკურ თამაშში, პოლიტიკურ ბრძოლაში. როდესაც არ ხარ შენს პარტნიორებთან შეთანხმებული ამ თამაშის შინაარსზე... ფაქტობრივად ისეთი დისკომუნიკაცია გაქვს ამ პერიოდში ერთმანეთთან, რომ იდეაში შეუძლებელია ოპოზიცია მართლა შეთანხმებულიყო ან საერთოდ სერიოზულადაც კი აღექვა მსგავსი შემოთავაზება იმ ორწლიანი ისტორიის მერე, რომელიც ერთად გავიარეთ. ასე რომ არ მივაქცევდი ამ შეთავაზებას სერიოზულ ყურადღებას, იმიტომ რომ ვფიქრობ, „ნაცმოძრაობა" საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ბევრი თვალსაზრისით და მათი დღევანდელი მოქმედებები რაციონალურ და ლოგიკურ ანალიზს ხშირად არ ექვემდებარება", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×