
ბორჯომში ბოლო ზარზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 17 წლის მოზარდი, რომელიც ავარიისას დაიღუპა მე-3 სკოლია მოსწავლე ლუკა ლეკიაშვილია,
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, მოსწავლეები მწვანე მონატერში მოსალოცად იყვნენ მისული და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
"საშინელება ტრიალებს. ლუკას დედაც ამავე სკოლის მასწვალებელია, ინგლისურს ასწავლის. ბოლო ზარი უკვე დასრულებული იყო, ავტომობილების კოლონა მწვანე მონასტრის ტერიტორიიდან ხაშურისკენ მიდიოდა, სადაც რესტორანში უნდა ექეიფათ. სხვები უკვე წინ იყვნენ და ეს მანქანა უკან იყო, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.
ავტომობილი მდინარეში გადავარდა. ვიზულაური დათვალიერებით გარდაცვლილ ბიჭს სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება, არაოფიციალური ვერსიით, წყალში გადავარდნისას შესაძლოა გული გაუსკდა" - ამბობენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ბორჯომელები.
ცნობისთვის, ავტომობილი, რომელშიც 4 ახლად სკოლადამთავრებული მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. მათგან ერთი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწარფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. სამი კი დაშავდა და მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" არიან გადაყვანილი. მათაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.
წყარო: ambebi.ge