რეზონანსი
20.05.2022

მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიზანია, საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნის სტატუსის არ მიღებას არეულობა მოჰყვეს.

"რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. ძალიან მარტივი გათვლა არის ის, რომ ამ ყველაფერს, კანდიდატის სტატუსის არ მიღებას, მოჰყვეს არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, ამ არეულობაში, მათ ნახონ საკუთარი წარმატების შანსები და საბოლოოდ, აისრულონ ის ოცნება, რაც აქვთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის გათვლაა, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, თუმცა ამ გათვლას ასრულება არ უწერია.

"ეს არის ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომელიც აქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს. თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×