რეზონანსი
20.05.2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში, კულტურულ ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ზელენსკიმ "ტელეგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქ ლოზოვაიას ახლადგარემონტებულ კულტურის ცენტრს რაკეტები ხვდება. მისი თქმით, თავდასხმის უკან რუსული ძალები იდგნენ.

"ოკუპანტებმა თავიანთ მტრებად კულტურა, განათლება და კაცობრიობა გამოავლინეს. რა არის იმ ადამიანების თავში, რომლებიც ასეთ სამიზნეებს ირჩევენ?", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსული ძალების მიერ, ხარკოვის რეგიონის ქალაქ ლოზოვაიაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა 11 წლის ბავშვი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×