რეზონანსი
20.05.2022

„ქართულ ოცნებას" აქვს აწყობილი მთელი სისტემა იმაზე, რომ ხელი ჩაიქნიო, თქვა, რომ არაფერი გამოვა, არაფერს აზრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ დღეს პესიმიზმის ფუფუნება არ გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა რომ დემოკრატიის რელსებს დაუბრუნდეს, ამისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებაში დემოკრატიის მიმართ რწმენა გადარჩეს.

„სახელმწიფო მდივნის მრჩევლის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიის რელსებს, ავტომატურად არის იმის თქმა, რომ დღეს „ქართული ოცნების" მის მიერ გადადგმული არასახელმწიფოებრივი და დამაზიანებელი ნაბიჯებით ახლა ამ წუთის მონაცემებით საქართველო გადასულია დემოკრატიის რელსებიდან. ეს არის ძალიან მძიმე შეფასება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ისინი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან, ამ ყველაფრის უკან დგას ფაქტები, ანალიტიკა.

როგორ უნდა დაუბრუნდეს ქვეყანა დემოკრატიის რელსებს? აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების რწმენა დემოკრატიის მიმართ, მაგრამ საზოგადოებაში მუდმივად „ქართული ოცნების" მხრიდან არის დარტყმის ობიექტი და ეს რწმენა უნდა შენარჩუნდეს და გადარჩეს პირველ რიგში. დღეს, ძალიან ბევრ დღეებში გაიგებთ ნიჰილისტურ დამოკიდებულებებს, ჩვენ დღეს პესიმიზმის ფუფუნება არ გვაქვს. ამ განცდის გასაჩენად „ქართულ ოცნებას" აქვს აწყობილი მთელი სისტემა ანუ სისტემა აწყობილია იმაზე, რომ შენ ხელი ჩაიქნიო, თქვა, რომ არაფერი გამოვა, არაფერს აზრი არ აქვს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×