რეზონანსი
21.05.2022

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული ერთ-ერთი მებრძოლის ცოლი, ნატალია ზარიცკა აცხადებს, რომ მისმა ქმარმა შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ის აცხადებს, რომ სიტუაცია საშინელია.

„ორი დღის წინ ქმარმა მომწერა, მართლაც მძიმე და საშინელი მდგომარეობაა. ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა,“ - აცხადებს „აზოვსტალის“ დამცველის ცოლი.

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია "სრულიად გათავისუფლდა". რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ 16 მაისიდან 2 439-მა „ნეონაცისტმა „აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ, „იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×