რეზონანსი
21.05.2022

ვატიკანი მზად არის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხრიდან მოწვევა იქნება. ამის შესახებ წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ვატიკანი მზადაა, ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების პროცესს.

"ნებისმიერი საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს ორი მხრიდან მოწვევას. თუკი წმინდა საყდარი მიიღებს

უკრაინის და რუსეთის მხრიდან მოწვევებს, რათა ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებათა პროცესს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებოდით და ყოველმხრივ შევეცდებოდით ამ პროცესისთვის დახმარებას", - თქვა წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა.

დმიტრო კულება კი რომის პაპს მოუწოდებს, ჩავიდეს უკრაინაში, სადაც მილიონობით უკრაინელი ელოდება.

"მე ვუამბე მთავარეპისკოპოსს, რომ მილიონობით უკრაინელს იმედია ქვს, რომ პონტიფიკოსი ვიზიტით ჩამოვა უკრაინაში. ის გახდება სიმბოლო მხარდაჭერისა და სულიერი ზრუნვისა ყველაზე მძიმე პერიოდში არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ მთლიანად უკრაინელი ხალხისთვის. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მწყემსმთავარი უნდა იყოს თავის სამწყსოსთან", - განაცხადა კულებამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×