რეზონანსი
22.05.2022

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) წარმომადგენლის, სუზან ჰოპკინსის ცნობით, ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი უცნობია და ინფიცირებულებს შორის ერთ მოვლენასთან "აშკარა კავშირი" არ არსებობს.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალური პირები ინფექციის შემთხვევების "მნიშვნელოვან ზრდას" მიმდინარე კვირაში ელიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, "მაიმუნის ყვავილი" აფრიკის გარეთ იშვიათად არის გამოვლენილი, მაგრამ ახლა ევროპაში 92 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ჩრ. ამერიკასა და ავსტრალიაში კიდევ 28 საეჭვო ინფექციაა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეპიდემიის აფეთქება "შემაშფოთებელია". ამასთან, მიმდინარე კვირის ბოლოს, ისრაელმა და შვეიცარიამ აღნიშნული ინფექციის პირველი შემთხვევები დაადასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიამ, მას შემდეგ, რაც "მაიმუნის ყვავილის" 4 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, შემოიღო 21 - დღიანი კარანტინი მათთვის, ვინც ინფექციით არის დაავადებული. ცნობისთვის, დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში აღმოაჩინეს, ადამიანიდან ადამიანს შესაძლოა მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით - მათ შორის, სქესობრივი კავშირის გზით გადაეცეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×