რეზონანსი
22.05.2022

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საქმეთა საკითხებში, კლემენტ ბონიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დიდი დრო დასჭირდება.

"ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში 6 თვეში ან 1-2 წელიწადში გაწევრიანდება, იტყუებით. ამას დიდი დრო სჭირდება, ალბათ 15 ან 20 წელი",- თქვა მან ფრანგულ რადიოსთან

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 8 აპრილს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს კითხვარი წარუდგინა, რომლის შევსება აუცილებელი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. ქვეყანამ კითხვარის ორივე ნაწილი შეავსო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×