რეზონანსი
22.05.2022

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერის თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ ფეისბუკ პოსტს ეხმიანება სოციალურ ქსელში.

„როგორც წესი, არავის არ ვეხები, ვიდრე თავზე კოცონს არ დაინთებენ ხოლმე. დიდი ხანია მოთმინებით ვუსმენ და ვკითხულობ თაკო ჩარკვიანის გამოხტომებს ჩვენთან და ჩვენი პარტიის წევრებთან მიმართებაში და ახლა მინდა, რომ ძალიან მოკლე კომენტარით შემოვიფარგლო: ქალბატონო თაკო, ვიდრე პირს გააღებთ (რომელსაც აშკარად ვერ აკონტროლებთ) და მალხაზ თოფურიას გალანძღავთ, იქნებ კეთილის მსურველებმა აგიხსნან, რომ ფეიკგვერდის პოსტებს ეხმიანებით. მალხაზ თოფურიას არ ეკუთვნის ის აზრები, რის გამოც ლამის ლინჩის წესით გაასამართლეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ ყალბი გვერდის შექმნის საკითხს. უბრალოდ, არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ უკვე იმ სტადიაში ბრძანდებით, როცა ავატარებს ელაპარაკებით და მოღალატეებად აცხადებთ. დაეშვით, ქალბატონო თაკო, დაეშვით მიწაზე… რეალობაში დაეშვით, თორემ ჩვენც ვიცით პოსტების წერა”, – წერს ირმა ინაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×