რეზონანსი
22.05.2022

ხულოში, სოფელ ბოძაურში სახლი დაიწვა, ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაიწვა ერთსართულიანი ხის სახლი.

ხანძრის გაჩენის დროს სახლში ორი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ეტლით მოსარგებლე, მისი გამოყვანა ადგილობრივებმა შეძლეს, თუმცა 72 წლის ქალის გამოყვანა ვეღარ მოხერხდა. ის დაიღუპა.

სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები: „ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებისთვის თავშესაფრის გამოყოფაზე. ჩვენ ამის შესახებ  ვერაფერს გეტყვით.“

მერის წარმომადგენელი რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – გოჩა შანთაძე ამბობს, რომ დაზარალებულ ოჯახს მეზობელთან გადაიყვანენ და ქირის თანხას მერია აანაზღაურებს.

ოჯახი, რომელსაც სახლი დაეწვა, 7-სულიანი იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×