რეზონანსი
23.05.2022

პარლამენტში დარეგისტრირებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც საქართველოში მორიგი უქმე დღის დაწესებას ითხოვენ. კანონპროექტის ავტორი თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოა.

კანონპროექტის მომხსენებელი ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარე დიმიტრი ხუნდაძეა. დოკუმენტის მიხედვით, მოთხოვნილია ცვლილება „საქართველოს შრომის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც 1 ივნისი – ბავშვთა საერთაშორისო დღე უქმედ უნდა გამოცხადდეს.

კანონპროექტის განხილვა 23 მაისს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.

“პირველ ივნისს ქვეყნის მასშტაბით უამრავი აქტივობა და ღონისძიება იგეგემება, ამით ბავშვების, როგორც საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ გამოვხატავთ სიყვარულს და ყურადღებას. გვსურს, ეს დღე მათთვის იყოს ფერადი, სიხარულითა და ბედნიერებით სავსე დაუვიწყარი დღე. თუმცა ხშირად ამ დღესასწაულში ბევრი ბავშვი ვერ იღებს მონაწილეობას, ერთი შეხედვით მარტივი მიზეზის გამო, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: პირველი ივნისი ოფიციალურად არ არის გამოცხადებული უქმე დღედ, შესაბამისად, დასაქმებული მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვებისთვის თავის მიძღვნას, მათ გახარებას, მათთან ერთად სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაზე დასწრებას”,– ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში წლის განმავლობაში ოფიციალურად 17 უქმე დღეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×