რეზონანსი
25.05.2022

მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, „ა“ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კომიტეტი ასამბლეაზე წარდგენილ ანგარიშებსა და რეზოლუციებს განიხილავს და ამტკიცებს. მის შემადგენლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა შედის.

მსოფლიო ჯანდაცვის რიგით 75-ე ასამბლეა 22 მაისს გაიხსნა და მასზე სიტყვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოვიდა.

წლევანდელი ჯანდაცვის ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“.

2022 წლის 28 მაისამდე დელეგატები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური საკითხების მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×