რეზონანსი
27.05.2022

პოლონეთში 27 წლის ქართველი ქალი ქმარმა სასიკვდილოდ ქალაქ ლოძში დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. მოკლულის მამა თემურ ყალიჩავა საზარელი ფაქტის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს:

"დანით ჰყავს მოკლული, სანამ აქ იყვნენ საქართველოში არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდათ და იქ მერე რა მოხდა ვერაფერს გეტყვით," - აცხადებს მოკლულის მამა თემურ ყალიჩავა.

მკვლელობაში ბრალდებული თელმან მამაზოღლია. ის პოლონეთის პოლიციამ ადგილზე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა, რადგან ბრალდებულმა ცოლის მკვლელობის შემდეგ თვითდაზიანებების მიყენება სცადა. "კურიერი" პოლონეთში დაუკავშირდა მოკლული ქალის ძმას გოგა ყალიჩავას, რომელიც იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ პოლიციას მის მიმართ ელექტროშოკის გამოყენებაც კი დასჭირდა.

"როგორც კი მივედი სახლში, შოკში ვიყავი, დანით აქვს მიყენებული ჭრილობები, რამდენი არ ვიცი, როგორც გავიგე ადრე ჰქონდათ ფიზიკური შეხება, მაგრამ მე არ შევსწრებივარ,"- ამბობს გოგა ყალიჩავა.

ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავა ძალადობაზე ღიად არ საუბრობდა, თუმცა სოციალურ ქსელში აზიარებდა პოსტებს ქალთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ეს ბანერიც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გააზიარა.

როზეტა ყალიჩავას ცხედარი ახლა პოლონეთის ქალაქ ლოძის პროზექტურაშია გადასვენებული. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საკონსულო დეპარტამენტი ახალგაზრდა ქალის სამშობლოში გადმოსვენების საკითხს უკვე აგვარებს.

იყო თუ არა მუდმივი ძალადობის მსხვერპლი მკვლელობამდე როზეტა ყალიჩავა და რატომ ვერ დაიცვა პოლონეთმა 27 წლის ქალი, რომელმაც სახლში პოლიცია სამჯერ გამოიძახა. ორგანიზაცია "საფარი" ევროსასამართლოში შესატანად ამზადებს სარჩელს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პოლიციაში არაერთი შეტყობინების მიუხედავად პოლონეთის სახელმწიფომ ქალის სიცოცხლის უფლება ვერ დაიცვა.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×