რეზონანსი
27.05.2022

შემოაგზავნეთ მთავარი კონტრაბანდის საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის დესტაბილიზაცია, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი ქვეყანაში იმ ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ რამენაირად დესტაბილიზაცია მოეხდინა და რომ არა ხელისუფლება, დღეს საქართველოში მეორე მარიუპოლი იქნებოდა.

„იცით რა არის უბედურება? თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია და რეალურად არაფერი არ გაგაჩნიათ, ერთადერთი ბერკეტი, რაც გქონდათ დარჩენილი, რომ რაიმენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ისიც არ გამოგივიდათ. შემოაგზავნეთ მთავარი კონტრაბანდის საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის დესტაბილიზაცია, რაც არ გამოგივიდათ, არც გამოგივათ არასოდეს. ამის შემდეგ ისმის კითხვა, რატომ შემოვიდა ბატონი სააკაშვილი საქართველოში - ერთადერთი მიზნით, რომ რამენაირად მომხდარიყო დესტაბილიზაცია. მანამდე ვთქვი კიდევაც, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნოემბერ-დეკემბერში იგეგმებოდა. როდესაც ოკუპირებულ ქვეყანაში ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ნიშნავს თუ არა ეს მთლიანი ქვეყნის დესტაბილიზაციას? ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება, რომ ხელმეორედ გაიმართოს ომი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×