რეზონანსი
27.05.2022

„ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლიათ, რომ თავიანთი პირადი ვიწროპოლიტიკური ინტერესის გამო, ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლონ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

„მე მათთან ერთად დელეგაციებში ნამყოფი ვარ, ისინი როგორ იქცევიან ნანახი მაქვს. ვყოფილვარ მათთან ერთად ამერიკაში, შეხვედრებზე კონგრესმენებთან და განცდა მქონდა, რომ არ ვიყავი ქართველებთან ერთად, ვიღაც ავისმოსურნეებთან ერთად ვიყავი. მათ შეუძლიათ, რომ თავიანთი პირადი ვიწროპოლიტიკური ინტერესის გამო, ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლონ, ასეთი სულისკვეთების ხალხია", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში".

კითხვაზე იზიარებს, თუ არა „ქართული ოცნების" ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, რომ ისინი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლიან, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ისინი „ამის გამკეთებლები არიან".

„არაერთ დელეგაციაში ვყოფილვარ მათთან ერთად და მიგრძვნია, რომ ესენი ამის გამკეთებლები არიან, მე მაქვს ნანახი როგორ იქცევიან ესენი შეხვედრების დროს, როდესაც საქმე მათ პირად ინტერესს ეხება.

დღეს როგორ დააყენეს მათ საკითხი? - ნახეთ, რომ სააკაშვილის პატიმრობაზე ადის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება. იმხელაზე აწიეს თამასა, რომ ჩვენ რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მათივე ლოგიკით გამოდის, რომ სააკაშვილი არის ციხეში ლეგიტიმურად. მათ ასე დააყენეს საკითხი და თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ესე იგი ევროპამ თვალი დახუჭა სააკაშვილის პატიმრობაზე. ეს მათთვის იქნება კატასტროფა, რადგან მათთვის სააკაშვილი არის დედა, მამა, ყველაფერი. მათ ისე აწიეს თამასა, რომ დღეს ექნებათ სრული დეპრესია, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ.

მე იმედი მაქვს, რომ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმე არ მოახდენს გავლენას ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებაზე, იმიტომ, რომ არც სააკაშვილით იწყება ამ ქვეყნის ცხოვრება და არც ჩემით. ეს საქართველოა, ამას უნდა ვუყუროთ დიდ პერსპექტივაში. ერთ კაცზე როგორ შეიძლება ქვეყნის მომავალი იყოს ჩამოკიდებული", - დასძინა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×