რეზონანსი
27.05.2022

შიდა ქართლში მეცხრეკლასელ გოგონას თანაკლასელმა ბიჭებმა მარიხუანა იძულებით მოაწევინეს, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მასზე სექსუალურად იძალადეს. არასრულწლოვნებმა გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალაც გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

სავარაუდო დამნაშავის დედა ირწმუნება, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის და მას ვიდეოჩანაწერი არ აჩვენეს.

„გაურკვევლობაში ვარ, გიჟს ვგავარ, მკვდარი დავდივარ, იმიტომ, რომ მართლა არ ვიცი. ხომ შეიძლება, რომ ვნახო, დედა ვარ. არაფრის საქმის კურსში არ მაყენებენ. რომ მოვითხოვე ჩანაწერი, ვიდეო, მე არ მაჩვენეს. არ გინდა, რომ ნახოო, მეუბნება მასწავლებელი. არ ვიცი, რატომ არ მინდა, ჩემი შვილი იძახის, არაფერია იმ ჩანაწერში ისეთი, რომ... ბულინგი, სხვა არაფერი. მსოფლიო ჩემპიონატზე გადიოდა და ვერ იჩხუბა, ბავშვი მკვდარი იყო ჩემპიონატზე. არ არის დაკავებული, - ამბობს ქალი ტვ „პირველთან" საუბრისას.

გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 20 მაისს, 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

წყარო: ტვ პირველი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×