რეზონანსი
27.05.2022

დამშვიდდით, გეტყობათ კლასიკური აქტივისტობა. ნამდვილად გეტყობათ, რომ მთავარია ადამიანს არ აცადოთ საუბარი - ეს არის თქვენი ერთადერთი დანიშნულება, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ანი წითლიძეს, რომელმაც მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მონა" უწოდა.

სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ, რატი ბრეგაძესა და დეპუტატს შორის შეკამათება მოხდა.

„დამშვიდდით, შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ და გაფუჭებული, „ბატარეადამჯდარი" რუპორივით ნუ საუბრობთ, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის უნარიც არ გაქვთ. თავი შეიკავეთ და ზრდილობიანად მოიქეცით", - განუცხადა ბრეგაძემ წითლიძეს.

რატი ბრეგაძის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ წითლიძემ პარლამენტის დარბაზიდან მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×