რეზონანსი
28.05.2022

პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკების იმედი არ არსებობს. როგორც კირბი ამბობს, რუსეთის პრეზიდენტი არ ავლენს საკითხის დიპლომატიურად დარეგულირების ინტერესს.

მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინიდან ჯარების გაყვანა და მოლაპარაკებების წარმოება დღესვე შეუძლია.

"როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უკვე თქვა, პუტინს შეუძლია, გააკეთოს სწორი რამ დღეს, აქ და ახლა: გაიყვანოს ჯარები, დაჯდეს ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები. თუმცა, ახლა არ ჩანს ასეთი მოლაპარაკებების იმედი. პუტინი არ ავლენს საკითხის დიპლომატიურად დარეგულირების ინტერესს. პირიქით, მან აჩვენა, რომ მზად არის, გააგრძელოს ომი დონბასში. ის აგრძელებს ჯარების გაზრდას, აღჭურვილობის შეყვანას და ახორციელებს ავიადარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, ასე რომ ბრძოლა გრძელდება,"- აცხადებს კირბი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×