რეზონანსი
28.05.2022

- რუსეთის ჯარებმა კრივოი როგის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა თავის Telegram არხზე განაცხადა.

“ქალაქიდან ერთ-ერთი გასასვლელის მიდამოში რაკეტა აფეთქდა. ჩვენ არაფერს ვიღებთ და არ ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელებში. ყველა დარჩით თავშესაფრებში", - ნათქვამია შეტყობინებაში.

აფეთქების შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი ლუკაშუკმაც დაწერა.

"ყველა სამსახური მუშაობს. ნგრევის მასშტაბები და დაშავებულების მონაცემები ზუსტდება, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×