რეზონანსი
23.06.2022

„ლელო საქართველოსთვის" წევრი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველო ევროკავშრიის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, აუცილებელი იქნება მობილიზება იმისთვის, რომ მომდევნო 6 თვეში რეფორმები განხორციელდეს.

„არ მიმაჩნია, რომ იმ პრობლემების გამო, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების მიერაა შექმნილი, ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღების სტატუსში უნდა შევყოვნდეთ, მაგრამ თუ ევროკომისიის დასკვნის შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება, მაშინ, საჭიროა უახლოეს ექვს თვეში რეფორმების განხორციელებაზე ჩვენი მობილიზება, რაც, ავტომატურ რეჟიმში, კანდიდატის სტატუსს მოგვაპოვებინებს", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.

რა პირობები წაუყენა ევროკომისიამ ასოცირებულ ტრიოს, იხილეთ ამ ბმულზე.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×