რეზონანსი
23.06.2022

ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. მათი თქმით, ეიდენ ასლინი მათ დღეს დაუკავშირდათ და უთხრათ, რომ "დრო იწურება".

ორ ბრიტანელს, ეიდენ ასლინს და შონ პინერს სიკვდილით დასჯა ე.წ. დონეცკის სასამართლომ მიუსაჯა.

ასლინი და პინერი უკრაინაში 2018 წელს გადავიდნენ და რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე წლით ადრე მსახურობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. კვირების განმავლობაში იცავდნენ ალყაში მოქცეულ მარიუპოლს, რის შემდეგაც ისინი დაატყვევეს. მარიონეტული რეჟიმის სასამართლომ მათ "დაქირავებულები" უწოდა და ბრალი დასდო ფულის გამო, უცხო ქვეყნის კონფლიქტში ჩართვაში.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ბრალი წაუყენეს ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებისა და ტერორისტული ქმედებების მუხლებით.

წყარო „მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×