რეზონანსი
23.06.2022

გერმანიამ დღეს გაააქტიურა გაზმომარაგების სამეტაპიანი, გადაუდებელი პროგრამის მეორე ეტაპი, რაც მრეწველობის მომარაგების ნორმალიზებას ისახავს მიზნად, - წერს CNN-ი.

„ამიერიდან, გერმანიაში გაზის შეზღუდული მარაგია. თუნდაც ამას თქვენ ჯერ ვერ გრძნობდეთ, ჩვენ გაზის კრიზისში ვართ", - განუცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს.

როგორც CNN- წერს, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი მიმდინარე თვეში, მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთმა კიდევ უფრო შეამცირა გაზის მიწოდება გერმანიისთვის, იტალიისთვის და ევროკავშირის სხვა წევრებისთვის.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ევროპას აფრთხილებს, რომ შესაძლოა, რუსეთმა ზამთარში გაზის მიწოდება შეუწყვიტოს. „არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა გააგრძელოს საბაბების ძიება ევროპაში გაზის მიწოდების კიდევ უფრო შესამცირებლად და შესაძლოა, მთლიანად შეწყვიტოს იგი", - განაცხადა ფატიჰ ბიროლმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×