რეზონანსი
23.06.2022

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ფაკულტეტის წევრებთან ონლაინშეხვედრაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, დახმარების უმეტეს ნაწილილზე, რომელიც გვსურს, ისრაელისგან მივიღოთ, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ მივიღეთ ეს დახმარება. გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რამდენად მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, როგორია ჩვენი კავშირები და როგორი უნდა იყოს ჩვენ შორის ურთიერთგაგების დონე", - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინაში გაზრდილ სიონისტ პიონერებზე საუბრისას, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი, გოლდა მეირი, მწერალი შოლემ ალეიხემი და პრეზიდენტი იცხაკ ბენ-ზვი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, უკრაინა ვერ ხედავს, რომ ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეუერთდა. ისრაელის მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში, ისრაელი ცდილობდა, შეენარჩუნებინა კავშირები მოსკოვთან და ბოლო დრომდე უარს ამბობდა უკრაინაში თავდაცვითი ტექნიკის გაგზავნაზე, სამაგიეროდ, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა და საველე ჰოსპიტალი მოაწყო დასავლეთ უკრაინაში ექვსი კვირის განმავლობაში.

„რატომ გვაქვს გაუგებრობა, არასწორი კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არ ვიცი. მე მიყვარს თქვენი ქვეყანა. მადლობელი ვარ ისრაელის ხალხის. მადლობელი ვარ თქვენი გულწრფელი და ემოციური მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ, უკრაინელების მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ თქვენს ქუჩებში უკრაინის დროშებისთვის. ჩვენ ამას ვხედავთ და ძალიან ვაფასებთ. რუსი სამხედროები წვავენ ჩვენს ქალაქებს, ანგრევენ ყველაფერს. ქუჩებში ესვრიან ხალხს, აწამებენ, აუპატიურებენ არასრულწლოვნებს, ბიჭებსა და გოგონებს. მათ შექმნეს ფილტრაციის ბანაკები, სადაც აწამებენ ადამიანებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×