რეზონანსი
23.06.2022

ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.

ამასთან, მარკ რუტე ამბობს, რომ ნიდერლანდები მუშაობს საქართველოსთან ერთად, ეხმარება მას, მივიდეს იმ დონეზე, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„სამივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, კერძოდ, საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ევროპული პერსპექტივა და ამბიციები ნათლად არის აღნიშნული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან. ნიდერლანდები მუშაობს საქართველოსთან ერთად, ვეხმარებით მას, მივიდეს იმ დონეზე, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რატომ დღეს არა? იმიტომ, რომ კომიისის დასკვნა არის მკაფიო და ვეყრდნობით, რომ მოლდოვას და უკრაინას აქვს მეტი პროგრესი, საკმარისი, რომ მიეღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯით უკანაა, მაგრამ აქვს პოტენციალი, რომ გახდეს კანდიდატი. ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ცარიელი. დღეს ქართველი რომ ვიყო, იმედი მაქვს, ხალხი ხედავს ევროკავშირისგან მკაფიო ვალდებულებას, რომ აღიაროს საქართველოს ევროპული ამბიცია, მაგრამ ასევე ვეუბნებით საქართველოს - მოდი, ცოტა მეტია გასაკეთებელი", - აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×