რეზონანსი
23.06.2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, დღეს, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი რაუნდის შესახებ საჯაროდ გამოაცხადებს.

ინფორმაციას CNN-ი ადმინისტრაციაში მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პაკეტში დამატებითი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) და ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალა იქნება წარმოდგენილი.

როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, პაკეტის ჯამური თანხა არ აღემატება, დაახლოებით, 500 მილიონ აშშ დოლარს.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების რეგულარულ დახმარებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×