რეზონანსი
23.06.2022

ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ - მინისტრმა მარკ რუტემ მედიას ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე განუცხადა, სადაც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ.

"ჩვენ ვშიშობდით, რომ კომისია ჩქარობდა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება ძალიან დაბალანსებული იყო... უნდა ვთქვა, რომ ვცდებოდი. ძალიან საფუძვლიანი და სამართლიანი შეფასებაა", - განაცხადა რუტემ.

ასევე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოვლენა „ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებისთვის".

მან თავის ქვეყანას „უკრაინის კანდიდატის სტატუსის ძლიერი მხარდამჭერი" უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×