რეზონანსი
23.06.2022

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა, სადაც რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.

სარჩელი ეხება და აღწერს მოვლენებს რუსეთის შეჭრის დაწყების დილიდან [2022 წლის 24 თებერვალი], მისი სახმელეთო ჯარების ფაქტობრივ გაყვანამდე კიევიდან და ჩრდილოეთის სხვა ქალაქებიდან, [2022 წლის 7 აპრილი] პერიოდს.

უკრაინა ითხოვს რუსული ჯარების სრულად გაყვანას და ფულად კომპენსაციას დაზარალებულებისთვის. რუსეთის სამხედრო შეჭრის პირველ ეტაპზე ზარალმა მინიმუმ 80 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაარღვია ისეთი კონვენციური მუხლები, როგორიცაა სიცოცხლის უფლება (მუხლი 2), წამება (მუხლი 3), თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მუხლი 5), პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება (მუხლი 8), აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება (მუხლები 9 და 10), შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11) და საკუთრების დაცვის უფლება (1 ოქმის 1 მუხლი).

„ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, დაშავდა, დაიკარგა. ასობით ათასი სახლი განადგურდა ან დაზიანდა, მილიონობით ადამიანი გადაადგილდა, ათასობით კომპანიამ დაკარგა ქონება და ბიზნესი." ამბობს უკრაინის იუსტიციის მინისტრი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა ერთადერთი მიზნით - დაემხო უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და გაენადგურებინა უკრაინის სუვერენიტეტი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 28 თებერვალს მიმართა დროებითი ღონისძიების გამოტანის მოთხოვნით, რუსეთის მიმართ. მოთხოვნა ევროსასამართლომ 1-ელ მარტს დააკმაყოფილა და რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისგან და უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების განადგურებისგან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×