რეზონანსი
23.06.2022

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ რუსეთსა და ბელორუსს შორის ერთობლივი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა, რომელიც ერთიანი რეგიონალური საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებასაც გულისხმობს.

„გარემოებები გვკარნახობს სასწრაფო ერთობლივი ზომების მიღების საჭიროებას საკავშირო სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ჯარების რეგიონალური გადაჯგუფებისა და საჰაერო თავდაცვის ერთიანი რეგიონალური სისტემის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით", - განაცხადა შოიგუმ ბელორუსის თავდაცვის მინისტრთან ვიქტორ ხრენინთან შეხვედრაზე მოსკოვში.

მედიის ცნობით, შოიგუმ ბელორუსს რუსეთის უახლოესი მეგობარიც უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×