
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირი, ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს.
აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.
42 წლის ალუდა ზვიადაური 18 ივნისს, ლისიჩანსკში დაიღუპა. ის ესტონეთში მუშაობდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში ჩავიდა და საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ფრონტის ხაზიდან დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ზურგში ტყვია ესროლეს. დაიჭრა ზვიადაურის კიდევ რამდენიმე თანამებრძოლი.
ცნობისთვის, საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
წყარო: „მთავარი არხი"