რეზონანსი
25.06.2022

სევეროდონეცკის მერის, ალექსანდრ სტრიუკის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქალაქი დატოვეს, ხოლო „აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე რჩებიან სამოქალაქო პირები.

როგორც ალექსანდრ სტრიუკი ამბობს, უკრაინის არმიამ უფრო მომზადებულ და გამაგრებულ პოზიციებზე გადაინაცვლა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბისი" ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის გენშტაბში განაცხადეს, რომ ისინი უკრაინელი ჯარისკაცების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ამხელენ.

სტრიუკი ასევე ამბობს, რომ ქარხანა „აზოტის" ტერიტორიაზე რჩებიან მოქალაქეები. მანამდე, ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიიდან 900 მშვიდობიანი მოქალაქე გამოვიდა, ხოლო თავად ქარხანას რუსები აკონტროლებენ.

ამასთან, „ბიბისი" აღნიშნავს, რომ ომის პირობებში ომში ჩართული მხარეების მიერ გავრცელებული ცნობების გადამოწმებას ვერ ახერხებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×