რეზონანსი
26.06.2022

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინაში რუსეთის ქმედებების გენოციდად შეფასებას გეგმავს.

კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა უკვე მოამზადა რეზოლუცია, რომელშიც საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების არაადამიანურ ქმედებებზე, როგორიცაა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, სამშობიარო სახლებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე მიტანილი პირდაპირი იერიშები და ასევე იძულებითი დეპორტაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რეზოლუციის თანახმად, ეს მოქმედებები შეესაბამება გენოციდის კრიტერიუმებს.

მაისის ბოლოსთვის რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად 6-მა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის ესტონეთმა, ლატვიამ, კანადამ, პოლონეთმა, ლიეტუვამ და ჩეხეთმა. ივნისის დასაწყისში მათ ირლანდიაც შეუერთდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×